ᲚᲘᲛᲝ ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲘ არის ჰიუნდაის პრემიუმ ხაზის ავტომობილების სატრანსპორტო სერვისი მძღოლის მომსახურებით, რომელიც უზრუნველყოფს არა მხოლოდ უსაფრთხო და კომფორტულ მგზავრობას, არამედ ქმნის შთამბეჭდავ ბიზნეს კლასის გამოცდილებას.
სერვისი მოიცავს საათობრივ მომსახურებას, ქალაქებს შორის გადაადგილებას, აეროპორტის ტრანსფერს და ბიზნეს მიზნობრიობის, განსაკუთრებული ღონისძიებებისა თუ შემთხვევების ფარგლებში ტრანსპორტირებას, მძღოლის თანხლებით.
ᲚᲘᲛᲝ ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲘ იდეალურია სასტუმროების, ბანკების, ივენთების კომპანიების, მსხვილი ორგანიზაციების, სხვა ბიზნეს სექტორების ან სახელმწიფო წევრების, პარტნიორებისა და VIP სტუმრების ტრანსპორტირებისთვის.
საქართველოს ფოლკლორის სამთავრობო არქივი არის ციფრული საცავი, რომელიც ეძღვნება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და წარმოჩენას. ეს მოსახერხებელი პლატფორმა უზრუნველყოფს უწყვეტ წვდომას ტრადიციული ხელოვნების, ზეპირი ისტორიების, მუსიკისა და ხელნაკეთობების მრავალფეროვან კოლექციაზე, რაც ღირებული რესურსია მკვლევარებისთვის, პოლიტიკის შემქმნელებისთვის და საზოგადოებისთვის. გამოიკვლიეთ საქართველოს ფოლკლორის მდიდარი გობელენი კურირებული და მულტიმედიური გამოცდილებით, სახელმწიფოს უნიკალური კულტურული იდენტობის აღსანიშნავად
System helps streamline daily operations by digitizing key processes. It supports order management, table reservations, menu updates, and billing, enhancing staff efficiency and customer experience. The system can track inventory levels, generate sales reports, and manage customer loyalty programs. Designed for small restaurants, it optimizes workflows and provides insights to improve overall service quality and profitability
გადმოცემის თანახმად, იმ ადგილას, სადაც ახლა „სოციალური სივრცეა“ ოდესღაც ზღვის სანაპირო იყო, სადაც ხმელთაშუა ზღვისპირეთიდან ჩამოსული მოგზაურები იკრიბებოდნენ და ზღვის ტალღებში მოსმენილ ლეგენდებს ჰყვებოდნენ. ასე გროვდებოდა ცოდნა, რომელიც წლების მანძილზე ადამიანებს შორის ზიარდებოდა და თაობიდან თაობებს გადაეცემოდა.
ამ ტრადიციის შესანარჩუნებლად და გასაგრძელებლად შეიქმნა „სოციალური სივრცე“, რომლის მისიაა ადამიანები ერთი მიზნის გარშემო გააერთიანოს, რაც ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარებით გარემოსა და ერთმანეთზე ზრუნვას გულისხმობს.
დაცვის პოლიცია არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქმიანობას 2004 წლიდან ახორციელებს. დაცვის პოლიციის მისია არის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მათი საქმიანობისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა. მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს იურიდიულ/ფიზიკური პირების ქონების და პირადი უსაფრთხოების დაცვა; ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების დაცვა.
დაცვის პოლიცია არის მუდმივად განახლებადი ტექნოლოგიებით აღჭურვილი დაცვის სამსახური.
დაცვის პოლიციის მიერ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (როგორც ტექნიკური საშუალებებით, ისე საპოლიციო ძალით) დაცულია 14 576-მდე ობიექტი. მათ შორის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტები: საერთაშორისო აეროპორტები, ეროვნული საგანძური, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიები, სარკინიგზო მაგისტრალები.
დაცვის პოლიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს დასაცავ ობიექტებზე დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა აღკვეთას თანამედროვე და მუდმივად განახლებადი ტექნოლოგიებით. ამ მიზნით დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს უფლება აქვს ატაროს და გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი და სხვა სპეციალური საშუალებები მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საჯარო სამსახურში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების შესახებ ელექტრონული კურსი შექმნილია ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების, საჯარო მოსამსახურეებში ეთიკური გარემოსა და კეთილსინდისიერების მნიშვნელობის წახალისების, ასევე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროფესიული სტანდარტებისა და კორუფციის პრევენციის მექანიზმების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით. ელექტრონული კურსი შედგება სასწავლო და საგამოცდო ნაწილებისაგან. ელექტრონული კურსის სასწავლო ნაწილი შედგება 5 თემატური მოდულისაგან. თითოეული თემატური მოდული დატვირთულია როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მაგალითებით, ასევე, არაეთიკური შემთხვევების მაგალითებით, რომელთა წინაშეც შესაძლოა დადგეს საჯარო მოსამსახურე ყოველდღიური საქმიანობისას.
სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო შეიქმნა 2020 წელს. მისი საქმიანობის მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია და მისი განხორციელების ხელშეწყობა.
ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს სფეროში არსებული მიღწევების შენარჩუნებას, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების განხორციელების გასაუმჯობესებლად - ბენეფიციარის საჭიროებებზე ორიენტირებული ჯანდაცვის სერვისების განვითარებას, საბიუჯეტო ფინანსური რესურსების გამჭვირვალედ და ეფექტიანად ხარჯვაზე მუდმივ მონიტორინგს, მოსახლეობასთან ურთიერთობის გააქტიურებით, სამედიცინო მომსახურების ხარისხის სრულყოფას.
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მულტიმედია ცენტრი, როგორც ფაკულტეტის დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეული, პრაქტიკულ სამუშაოზე მორგებული მრავალფუნქციური სასწავლო რგოლია, რომლის მიზანს წარმოადგენს აკადემიური ცოდნისა და უახლესი სტანდარტების პრაქტიკული გამოცდილების შერწყმა, სტუდენტებში შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავება და მისი განვითარების ხელშეწყობა.
მულტიმედია ცენტრის ბაზაზე არსებული ტექნიკური და ადამიანური რესურსების კომპილაცია საშუალებას აძლევს სტუდენტებს დაეუფლონ თანამედროვე მულტიმედიურ ტექნოლოგიებს და მომზადებული შევიდნენ შრომით მედია-ბაზარზე.
სამეცნიერო, რეფერირებადი, ელექტრონული ჟურნალი - “განათლების მეცნიერება,“ ISSN 2667-9698 (online) ხელს შუწყობს სამეცნიერო კვლევებს განათლების მეცნიერების მიმართლებით, მკვლევარ-მასწავლებელთა ინტეგრირებას სამეცნიერო სივრცეში.
ჟურნალი ხელმძღვანელობს თავისუფალი მედიის პრინციპებით და ემსახურება განათლების მეცნიერებების პოპულარიზაციას და მისი განვითარების ხელშეწყობას.
ჟურნალი 2016 წელს დაარსდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სიიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით.