თანამედროვე ორგანიზაცია შეუძლებელია წარმოვიდგინოთ კომპიუტერული ქსელის, ინტერნეტის და სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე. ყველას აქვს კომპიუტერული თუ სერვერული მოწყობილობები, ყველა იყენებს სხვადასხვა სახის პროგრამულ უზრუნველყოფას, მაგრამ ჩნდება მთელი რიგი კითხვები:

- რამდენად ეფექტურად იყენებთ თქვენ ყოველივე ამას?

- როგორ უნდა აირჩიოთ თქვენთვის საჭირო აპარატურა, რათა მასში გადახდილი თანხა არ იყოს ჰაერში გასროლილი?

- რამდენად სწორად აირჩიეთ პროგრამული უზრუნველყოფა?

- რამდენად სწორად და ეფექტურად იყენებთ მას?

- რამდენად დაცულია თქვენი მონაცემთა ბაზები?

- როგორ გავხადოთ ეფექტური კომპანიის ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება?

- როგორი ვებ გვერდი სჭირდება თქვენ კომპანიას?

- სად უნდა მოახდინოთ მისი განთავსება, რათა ვებ გვერდმა გამართულად იმუშაოს?

- როგორ უნდა შეარჩიოთ აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა, რათა 2-3 წელიწადში არ მოგიხდეთ მისი შეცვლა?

პასუხი ამ და სხვა კითხვებზე არის ერთი - თქვენ გჭირდებათ IT კონსალტინგი!

ჩვენი სპეციალისტები:

- გაანალიზებენ თქვენი კომპანიის საჭიროებებს ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში

- შემოგთავაზებენ თქვენთვის მორგებულ პროგრამულ უზრუნველყოფას

- მოგცემენ რეკომენდაციებს საჭირო აპარატურასთან დაკავშირებით

- შეიმუშავებენ თქვენი ვებ გვერდის არქიტექტურას

ჩვენი რეკომენდაციების გამოყენებით თქვენ მიიღებთ გამართულ ინფორმაციულ სისტემას თქვენი კომპანიისათვის, რომელიც საშუალებას მოგცემთ მოახდინოთ თქვენი კომპანიის აღრიხცვიანობის და მართვის ავტომატიზაციას. რეკომენდირებული და დანერგილი სისტემა ხანგრძლივი დროის განმავლობაში ეფექტურად მოემსახურება თქვენ კომპანიას და რაც მთავარია ყოველივე ამას თქვენ მიიღებთ საკუთარი ფინანსების სერიოზული დაზოგვის შედეგად!!!

Data Center - წარმოადგენს სპეციალიზირებულ ადგილს, სადაც განთავსებულია სასერვერო და საკომუნიკაციო მოწყობილობები, რომლებიც მიერთებულია კავშირგაბმულობის სხვადასხვა არხებთან.

Data Center – ის მთავარ დანიშნულებას მონაცემთა შენახვა, მათი გადამუშავება, უსაფრთხოვება და მათთან ავტორიზირებული პირების ადვილად წვდომის შესაძლებლობას წარმოადგენს. იმისათვის, რომ აღნიშნული ამოცანების გადაწყვეტა იყოს შესაძლებელი – ინფრასტრუქტურის დაპროექტირებისას საჭიროა უზრუნველყოთ ცენტრის მაღალი გამტარუნარიანობა, კავშირგაბმულობის არხების მაღალი საიმედობა, ცენტრის ფუნქციონალურობა და გამოყენებული პლატფორმის მოქნილობა.

მსგავსი ცენტრების არსებობა აუცილებელია საკრედიტო, საფინანსო, სადაზღვევო კომპანიებისათვის და ზოგადად ყველა ისეთი ორგანიზაციისათვის, რომელთა მონაცემთა ბაზა ორგანიზაციის ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფასეულობას წარმოადგენს.

Data Center – ის პროექტირებისას განსაკუთრებულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს:

• უწყვეტი ელექტროკვების მაღალი საიმედობა;

• სტანდარტული კლიმატური პირობების შენარჩუნება (ტენიანობა, ჰაერის ტემპერატურა, ჰაერის ძვრადობა);

• ფალშ–იატაკები, საკაბელო ქსელების მოსაწყობად;

• ოთახის დაცვა მტვერისგან და ჭარბი ტენიანობისგან;

• შენობის საიმედო დაცვა შენობაში არასანქციონირებული შეღწევისგან (პერიმეტრის დაცვა, ვიდეო თვალთვალი)

• ხანძარსაწინააღმდეგო სპეციალური მოწყობილობები;

• 24 საათიანი ტექნიკური მომსახურება და მხარდაჭერა;

• კავშირგაბმულობის დუბლირების სისტემის დანერგვა


ჩვენ დაპროექტირებული გვაქვს ათამდე Data Center – ი როგორც აშშ–ში, ასევე სხვა ქვეყნებში. ჩვენს მიერ დაპროექტირებულ Data Center –ებს მიღებული აქვთ შესაბამისობის სერტიფიკატი ისეთი კომპანიებისგან, როგორიცაა IBM, Microsoft, Apple Mac.

ჩვენ ვამზადებთ :
  • ინტერნეტ მაღაზია (E-Commerce)

  • ვიდეო ფილმების მაღაზია (Video on Demand)

  • ინტერნეტ სწავლების პლატფორმა (E-Learning)

  • ბიზნესის სააღრიცხვო პროგრამა (საწყობი, ოფისი, მაღაზია, ბუღალტერია) (Warehouse, Office, Store, Accounting)

  • რესტორნების სააღრიცხვო პროგრამები (სამზარეულო, ბუფეტი, მიმტანები, რესტორნის მაგიდები)

  • დისკაუნტ სისტემები (პლასტიკურ ბარათებზე დაფუძნებული ბონუს და დისკაუნტ სისტემები) – Discount Systems, Loyalty Systems

  • თანამშრომელთა სამსახურში დასწრების აღრიცხვის პროგრამები (Time Attendance Systems)

  • ჰოსპიტალების სააღრიცხვო პროგრამა (მიმღები, ლაბორატორიები, განყოფილებები, პაციენტთა ანკეტები)

ყველაფერ იმას, რაც თქვენ გჭირდებათ !!!


რა არის ინტერნეტ TV ? ეს არის უზარმაზარი სამყარო მრავალფეროვანი ვიდეომასალისა, რომელსაც ქმნიან ხალხთა დამოუკიდებელი ჯგუფები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში და ავრცელებენ ინტერნეტის მეშვეობით.

ინტერნეტ ტელევიზიას გაცილებით ფართე შექმნილი მედია–პროდუქტების არჩევანი გააჩნია ვიდრე ტრადიციულ ტელევიზიას. ამ ტელევიზიით სარგებლობისას ჩვენ თვითონ ვირჩევთ რას და როდის უყუროთ.

ინტერნეტ ტელევიზია არის:

• სასწავლო პროგრამები

• გასართობი პროგრამები

• საბავშვო პროგრამები

• პოლიტიკური გადაცემები

• სადისკუსიო კლუბები

• ნებისმიერი სხვა!!!

ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ თქვენი საკუთარი ინტერნეტ ტელევიზიის შექმნაში, გაგიწევთ სრულ მომსახურებას – დაგიგეგმავთ, დაგიმონტაჟებთ და ჩაგაბარებთ გამზადებულს. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა საკუთარი სურვილის შესაბამისად ან ყველასათვის ხელმისაწყვდომი გახადოთ თქვენი გადაცემები, ან მისცეთ მისი ხილვის უფლოება მხოლოდ გარკვეულ კატეგორია მაყურებელს, მეტიც – გახადოთ ის სერიოზული შემოსავლის წყაროდ!

კომპანია „ჯიტიენ ტექნოლოჯიქს“ აქვს დიდი გამოცდილება ვებ საიტების შექმნაში.

ჩვენ მზად ვართ შეგიქმნათ ნამდვილი, რეალურად მოქმედი ვებსაიტი თქვენი ბიზნესისათვის.

შექმნილი საიტის დონე იქნება სრულ თანხვედაში თქვენი კომპანიის დონესთან ! გაითალისწინეთ, რომ ვებსაიტი არის თქვენი კომპანიის სახე, რადგან მას გაცილებით მეტი ადამიანი ხედავს, ვიდრე თქვენი კომპანიის ოფისს და ამით გამოაქვთ საკუთარი აზრი თქვენ კომპანიაზე.

ნებისმიერი ვებსაიტის ძირითადი ამოცანაა შეუქმნას ნდობის მაღალი ხარისხი მომხმარებლებს თქვენი კომპანიის მომსახურების თუ საქონლის მიმართ, კომპანიის საფირმო სტილის თქვენი კომპანიის ბაზარზე პოზიცირების შენარჩუნებით.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

• ორიგინალური ვებ დიზაინის შექმნას

• ვებ საიტის სტრუქტურის და კონცეფციის შემუშავებას

• ვებ გვერდების აწყობას

• საიტის პროგრამირებას

• საიტის მართვის სისტემის შექმნას (CMS)

• საიტის ადმინისტრირებას

• საიტის რეგისტრაციას ძირითად საძიებო სისტემებში და კატალოგებში

• საიტის განთავსებას სერვერზე

ჩვენ ვამზადებთ როგორც ელიტარულ, ორიგინალურ ვებ საიტებს მსხვილი და მეტად პრესტიჟული კომპანიებისათვის, – საიტებს, რომელთაც აქვთ მრავალფუნქციური დატვირთვა და რთული ფუნქციონალური ლოგიკა, ასევე ვებ საიტებს მცირე და საშუალო ბიზნესისათვის.

ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ საიტის მართვის უნივერსალურ სისტემას, რომლის გამოყენებით კლიენტებს აქვთ შესაძლებლობა:

• საკუთარი შეხედულებით შეცვალოს საიტის სტრუქტუტა

• შექმნას, გადაარქვას და გადაადგილოს ვებსაიტის განყოფილებები

• დაამატოს ახალი გვერდები და ამოიღოს ძველი, ისე რომ საიტის სრული ცვლილების აუცილებლობა არ არის

• მოახდინოს გვერდების რედაქტირება

• შეიტანოს გარკვეული ცვლილებები საიტის დიზაინში

ყველა დაკვეთას ვასრულებთ მაღალ დონეზე, იაფად, დროზე !!!

პლასტიკური ბარათები ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა სფეროში. საკმარისია გავიხსენოთ საბანკო ბარათები, სხვადასხვა ორგანიზაციების ფასდაკლების ბარათები, თანამშრომელთა სამსახურში მოსვლა – წასვლის აღრიცხვის ბარათები და ა.შ.

დისკაუნთ სისტემების ბარათები დღესდღეობით წარმოადგენს ერთ ერთ ყველაზე გავრცელებულ და ამავდროულად მეტად ეფექტურ ინსტრუმენტს, რომელიც ძველი კლიენტების დამაგრების და ახალი კლიენტების მოზიდვის საშუალებას იძლევა. თუ შესაბამისი სისტემა კარგად არის გააზრებული და პროფესიონალურადაა აწყობილი – ერთის შეხედვით მარტივ პლასტიკურ ბარათს აქვს შესაძლებლობა მკვეთრად გაზარდოს ორგანიზაციის გაყიდვების მოცულობა და აამაღლოს კომპანიის იმიჯი კლიენტების და კონკურენტების თვალში. დისკაუნტ სისტემა შეიძლება მოქმედებდეს როგორც ერთი მაღაზიის, აგრეთვე მაღაზიათა ქსელის ან ზოგადად სხვადასხვა ორგანიზაციების ფარგლებში, რომლებიც გაერთიანებულები არიან სადისკაუნტო პროექტის ფარგლებში.

საბარათო სისტემის აწყობა მოითხოვს მრავალი დეტალის გააზრებას:

• ბარათის დიზაინი

• ტირაჟი

• გავრცელების სისტემის ორგანიზება

• ფასდაკლების ოდენობის დადგენა

• ბარათის მოქმედების ვადების დადგენა

• აღრიცხვა

• სარეკლამო კამპანიასთან კავშირი

ჩვენი კომპანია დაგეხმარებათ საბარათო სისტემის აწყობაში! ჩვენ მოგიმზადებთ პროექტს, დაგიბეჭდავთ ბარათებს, მოგაწოდებთ წამკითხავ საშუალებებს, მოგაწოდებთ სააღრიცხვო პროგრამულ უზრუნველყოფას – გაგიწევთ სრულ მომსახურებას!

Card Types :   Magstripe Cards, Barcode Cards, Smart Cards, Proxy Cards.

   Terminals :   Readers, Writers, Data Collecting Terminals.


როგორ შეუძლია ვებ მონიტორინგს გაზარდოს თქვენი შემოსავლები?

თუ თქვენი ვებგვერდი არ მუშაობს გამართულად და თქვენ გაქვთ არასაიმედო ჰოსტინგი თქვენ რეალურად კარგავთ კლიენტებს, რადგან კლიენტი მიმართავს იმ კომპანიას, რომლის ვებსაიტი გამართულად მუშაობს.

ჩვენი კომპანია ახორციელებს ვებსაიტების და სერვერების მონიტორინგს.

ჩვენი კომპანიის მონიტორინგი მოიცავს:

• რამოდენიმე სერვერის ერთდროულ მონიტორინგს

• DNS შემოწმება

• სერვერიდან წერილების გაგზავნის მონიტორინგი

• სერვერზე წერილების მიღების მონიტორინგი

• FTP მონიტორინგი

• ვებ მონიტორინგი http/https

• Free Disk Space - მონიტორინგი

როგორც კი ჩვენი სისტემა აღმოაჩენს თქვენ სერვერზე ან ვებსაიტზე რაიმე პრობლემას, თქვენ ავტომატურად მიიღებთ ამის შესახებ შეტყობინებას, და შესაბამის რეკომენდაციებს თუ როგორ აღმოფხვრათ პრობლემა. თუ თქვენ მოისურვებთ, ჩვენ ავიღებთ ჩვენ თავზე პრობლემების როგორც აღმოჩენას ასევე მათ აღმოფხვრასაც. ჩვენი სისტემა გამუდმებით ადევნებს თვალყურს თქვენ ვებ გვერდს რათა იყოთ დარწმუნებული, რომ თქვენი ვებ გვერდი ხელმისაწვდომია ინტერნეტში.

მონიტორინგის სისტემა იძლევა შესაბამის სტატისტიკას: რა დროის განმავლობაში თქვენი გვერდი იყო ხელმისაწვდომი (uptime) და დროის რა მონაკვეთში იყო ის ხელმიუწვდომელი (downtime), როგორია გვერდების ჩატვირთვის დრო და გვერდების ზომები, ხომ არ არის თქვენი ვებ გვერდი დავირუსებული.

მონიტორინგის მომსახურება გაცილებით ფასეულია იმ თანხასთან შედარებით, რასაც თქვენ ასეთ მომსახურებაში იხდით!!!


ნებისმიერი ვებ არჭურვილობის მოწოდება ამერიკიდან, უშუალოდ მწარმოებლებისგან!


• სერვერები

• რაუტერები

• სვიჩები

• მონაცემთა არქივატორები

• დატაცენტრის პროექტირება, კონსულტაციები


ყველაზე დაბალ ფასებში, სამწლიანი გარანტია !!!









სტრიმინგ სერვისი, რომელსაც გთავაზობს ჩვენი კომპანია, საშუალებას გაძლევთ მოახდინოთ ვიდეო და აუდიო სახის პირდაპირი გადაცემები თქვენი ვებ საიტიდან.

ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას გამოიყენოთ ჩვენი დაცული სტრიმინგ სერვერები და მიაწოდოთ მთელ მსოფლიოს ინტერნეტით თქვენი ვიდეო ფილმები ან აუდიო გადაცემები.

დღეს ჩვენ უკვე ვთავაზობთ მომხმარებლებს სტრიმინგ სერვისებს, როგორც Windows Media Streaming ფორმატში, Flash Media Service - ფორმატში, ასევე ყველაზე თანამედროვე მობილური მოწყობილობების 3D ტელეფონების ფორმატებში:

• Iphone, Ipad

• 3G Nokia

• Black Berry

• Android


იყავი თანამედროვე!!!


  Contact     Portfolio     Managment     Services     About     Home  

DESIGNED BY ILIA TUGUSHI | COPYRIGHT © 2011 TBILISI GTN TECH , ALL RIGHTS RESERVED